სერხიო ბუსკეტსი დაბრუნდა?!
როგორც ჩანს, კიკე სეტიენის მწვრთნელობის დროს, ძველ სერხიო ბუსკეტსს ვიხილავთ.
ცნობილია, რომ "ბარსელონას" ახალი მწვრთნელის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი "ბარსას" 5 ნომერია. ისიც არაა დასამალი, რომ ბოლო დროს, 31 წლის ფეხბურთელი ჩვეულ დონეზე ვერ თამაშობდა, მაგრამ ამას "გრანადასთან" მატჩზე (1-0) ვერ ვიტყვით.
Tribuna სერხიო ბუსკეტსის საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობს:
- ბუსკეტსმა სულ 157 პასი გააკეთა, რომელთაგან 145 ზუსტი გამოდგა;
- "გრანადას" ყველა ფეხბურთელმა ერთად, ბუსკეტსზე ცოტა, 130 ზუსტი პასი გააკეთა;
- სერხიოს პასის სიზუსტე 92.4% იყო;
- მან მოიგო 2 საჰაერო ორთაბრძოლა, შეასრულა 2 წარმატებული დრიბლინგი და კარისკენ ერთხელ დაარტყა;
- ბუსკეტსმა თავი ბურთის 14-ჯერ მოპოვებითა და 5 წარმატებული ვარდნითაც გამოიჩინა, რაც გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]