თასზე "ბარსელონას" მომდევნო მეტოქე ხვალ გაირკვევა
ესპანეთის თასის 1/16-ფინალური ეტაპის მეტნაკლებად წარმატებით დაძლევის შემდეგ, "ბარსელონა" 1/8-ფინალში მეტოქის გარკვევას ელოდება.
სამეფო თასის მიმდინარე სეზონის ფორმატის თანახმად, ყოველი ეტაპის წინ წილისყრა უნდა ჩატარდეს. 1/8-ფინალების წილისყრა ხვალ გაიმართება.
თუ "ბარსელონა" ქვედალიგელ გუნდს შეხვდება, მაშინ სტუმრად ითამაშებს. თუ ორივე გუნდი პრიმერა დივიზიონიდან იქნება, მაშინ მასპინძელს წილისყრა გამოავლენს.
16 მერვედფინალისტიდან 11 უკვე ცნობილია. "ბარსელონას" გარდა, საუკეთესო 16 გუნდში ლა ლიგიდან "ოსასუნა", "სევილია", "ბილბაო", "ვალენსია", "რეალი", "გრანადა", "ვილიარეალი" და "სოსიედადი", ხოლო სეგუნდა დივიზიონიდან "სარაგოსა" და "ტენერიფე" მოხვდნენ. დანარჩენი 5 გუნდი დღეს გამოვლინდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]