ინგლისელმა ტალანტმა "ბარსელონას" იმედები ვერ გაამართლა: 17 წლის ცენტრფორვარდმა კლუბი დატოვა

ინგლისელმა ტალანტმა "ბარსელონას" იმედები ვერ გაამართლა: 17 წლის ცენტრფორვარდმა კლუბი დატოვა

ლუი ბარი, რომლის დამატებისთვის "ბარსელონას" საკმაოდ სერიოზული სატრანსფერო და ლეგალური ბრძოლის გადატანა მოუხდა, "ლა მასიაში" გადმოსვლიდან დაახლოებით 6 თვეში კატალონიიდან წავიდა. 

ინგლისელი ცენტრალური თავდამსხმელი 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ასტონ ვილაში" გადავიდა, რომელიც, ბრიტანული კლუბის აკადემიის მენეჯერის თქმით, მისი ოჯახის საყვარელი გუნდია. 

ბარიმ "ბარსას" ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატში სულ 7 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა. მან ასევე ითამაშა UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე. როგორც გახსოვთ, "ბარსელონამ" ამ ტურნირზე "ინტერთან", "დორტმუნდსა" და "სლავიასთან" 6-დან 5 მატჩი წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 იანვარი 2020 10:45
    0
    ციტატა: Barcelona2003
    ციტატა: M10 S9 D11
    როდის იყო ინგლისელს ბარსაში გაემართლებინოს

    გარი ლინეკერი 1886-1889 😂

    საუკუნის წინ?
    ფანი [?]
    #3 24 იანვარი 2020 09:10
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    როდის იყო ინგლისელს ბარსაში გაემართლებინოს

    გარი ლინეკერი 1886-1889 😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 იანვარი 2020 00:39
    1
    მიხედავ თუ არა ეგრევე ტყობა რო ჩაიკუკავდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 იანვარი 2020 00:33
    3
    როდის იყო ინგლისელს ბარსაში გაემართლებინოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued