"ინტერი" სამუელ უმტიტის შეძენას შეეცდება
"ბარსელონას" ფრანგი ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი, მომდევნო სეზონიდან, შესაძლოა, მილანის "ინტერში" ვიხილოთ.
Sport-ის ცნობით, "ნერაძურის" 26 წლის ფეხბურთელით დიეგო გოდინის შეცვლა სურს, რომელიც, მილანელთა აზრით, ანტონიო კონტეს 3-მცველიან სისტემას ვერ მოერგო.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ტრავმების გამო, უმტიტის ფასი 30 მილიონი ევროთი შემცირდა და ახლა 40 მილიონს შეადგენს.
გუნდის ახალი მწვრთნელი კიკე სეტიენი სამუელს უფრო ხშირად ენდობა, ვიდრე ვალვერდე, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ფეხბურთელი ამ ნდობას ამართლებს. ბოლო მატჩებში, ფრანგი ფეხბურთელი უშეცდომო ნამდვილად არ იყო.
იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონა" უმტიტის გაყიდვას დასთანხმდება, კატალონიელებს მისი შემცვლელის შეძენა აუცილებლად დასჭირდებათ, რადგან ამჟამად, პირველ გუნდში, მის გარდა მხოლოდ 2 ცენტრალური მცველია - ჟერარ პიკე და კლემან ლანგლე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]