"გრიზმანის წყევლა" დასრულდა
ანტუან გრიზმანს იღბლიან ადამიანს და წარმატებულ გულშემატკივარს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. როგორც წესი, მისი ფავორიტი გუნდები მნიშვნელოვან თამაშებს აგებენ.
მოვყვეთ ქრონოლოგიურად.
2014 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, გრიზმანი ლიონელ მესის არგენტინას გულშემატკივრობდა, რომელიც გერმანისთან დამარცხდა.
Argentina, Argentina, Argentinaaaaaaa !! Un score ? Moi je dis victoire des argentins 1-2, avec un grand Leo Messi #WorldCup #ALLARG
— Antoine Griezmann (@AntoGriezmann) July 13, 2014
2015 წელს, NBA-ს ფინალში გრიზმანის ფავორიტმა "გოლდენ სთეით უორიორზმა" "კლივლენდ კავალიერსთან" წააგო.
Let's Go @warriors !!! 👋🏻👋🏻💪🏻 😄😄😄
— Antoine Griezmann (@AntoGriezmann) May 28, 2015
2017 წელს, ამერიკული ფეხბურთის ფინალში (Super Bowl), ანტუანი "ატლანტა ფელკონსს" ქომაგობდა, რომელიც "ნიუ ინგლენდ პეტრიოტსთან" დამარცხდა.
Iiiiiiiiihaaaaaa ! Falcons to easy !!!! 😂😂😂🤡🤡🚀🚀🚀🚀
— Antoine Griezmann (@AntoGriezmann) February 6, 2017
რამდენიმე კვირაში, ფრანგი ვარსკვალვი, ურუგვაის ბრაზილიასთან გულშემატკივრობდა და ის თამაში ბრაზილიელებმა 4-1 მოიგეს.
Vamooooo Uruguay !! #UruguayNoMa 🇺🇾🇺🇾
— Antoine Griezmann (@AntoGriezmann) March 23, 2017
2 წლის წინ, ლიბერტადორესის თასის ფინალში, "რივერ პლეიტსა" და "ბოკა ხუნიორსს" შორის გამართულ შეხვედრაში, გრიზმანის ფავორიტი "ბოკა" იყო. თავადაც მიხვდებით, ვინ მოიგო ტურნირი.
Noche especial 😍 Love Football ❤️💯 pic.twitter.com/tjzLebCYqm
— Antoine Griezmann (@AntoGriezmann) December 9, 2018
და ბოლოს, როგორც იქნა, "გრიზმანის წყევლა" დასრულდა. ახლახანს გამართულ Super Bowl-ში, გრიზმანი "კანზას-სიტი ჩიფსს" ქომაგობდა. დასკვნითი მეოთხედის წინ, გრიზმანის ფავორიტი გუნდი 10 ქულით აგებდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში 21-0 მოიგო და საბოლოოდ, ჩემპიონი გახდა.
.@AntoGriezmann is gameday ready 😤#SBLIV | @FCBarcelona pic.twitter.com/2AEllp8hF7
— Kansas City Chiefs (@Chiefs) February 2, 2020
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]