ესპანური პრესა: უსმან დემბელესთვის სეზონი დასრულდა
ახლახანს ოფიციალურად დადასტურდა, რომ უსმან დემბელემ მორიგი ტრავმა მიიღო.
"ბარსელონას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში მკურნალობის ვადაზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ ესპანური პრესის ცნობით, ახალგაზრდა ფრანგი შემტევისთვის სეზონი დასრულდა.
Onda Cero-ს, Marca-ს, Sport-ისა და As-ის ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ დემბელე მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
As-ის ინფორმაციით, ფრანგს ოპერაცია ჩაუტარდება.
იმ შემთხვევაში, თუ დემბელე გუნდს 5 თვეზე მეტი ხნით გამოაკლდება, "ბარსელონას" უფლება ექნება მისი შემცვლელი შეიძინოს იმის მიუხედავად, რომ სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია. თუმცა, ახალწვეული ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]