ESPN: მესი ტრავმით თამაშობს
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ტრავმით თამაშობს. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მესის დისკომფორტის მიზეზი კიკე სეტიენია. გუნდის სათავეში 61 წლის სპეციალისტის მოსვლის შემდეგ, გუნდის ვარჯიშები გაცილებით ინტენსიური გახდა. ESPN-ს მისმა წყარომ ასეთი რამ განუცხადა: "ვარჯიშები განსხვავებულია და ზოგიერთი მონაკვეთი უფრო ინტენსიურია. არაერთი ფეხბურთელი დაღლილობას გრძნობს, რაც შემდგომში ტკივილს იწვევს."
ESPN-ის ინფორმაციით, ლეოს დისკომფორტი მარცხენა ბარძაყის არეში აქვს. თუმცა, შეტევის ხაზში არსებული სერიოზული საკადრო პრობლემების გამო, არგენტინელის დასვენება ვერ ხერხდება. "ბარსელონაში", მესის დისკომფორტი სერიოზულ რისკად არ მიაჩნიათ. უბრალოდ, ეს ის პრობლემაა, რომელსაც ყურადღებით მართვა სჭირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]