"ვალენსიას" პრეზიდენტი: როდრიგოს გაშვებას დავთანხმდებოდით, მაგრამ "ბარსელონამ" გადახდის გარანტია ვერ მოგვცა

"ვალენსიას" პრეზიდენტი: როდრიგოს გაშვებას დავთანხმდებოდით, მაგრამ "ბარსელონამ" გადახდის გარანტია ვერ მოგვცა

როდრიგო მორენო სამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" მთავარი სამიზნე იყო, მაგრამ კატალონიელებმა "ვალენსიას" მოხიბლვა ვერ შეძლეს. კლუბის პრეზიდენტმა, ანილ მერთიმ, Batzine-სთან ინტერვიუში ამ თემაზე ისაუბრა. 

"ვალენსიამ" ვერ მიიღო შეთავაზება, რომელიც ამ ფეხბურთელის დონეს შეესაბამებოდა. 

ყველამ იცის, რას ვითხოვდით ჩვენ. თუ ნაღდი ფულის სახით ამის გაკეთება შეგიძლია, ყველაფერი გამოვა, თუ არა - ვერ შევთანხმდებით. "ბარსელონამ" გადახდის გარანტია ვერ მოგვცა. 

ასე რომ არ ყოფილიყო, დავთანხმდებოდით, რადგან ფეხბურთელების გაყიდვა აუცილებელია იმისთვის, რომ სხვები იყიდო. 

ჩვენ არ მოგვწონს შეთავაზებები, რომლის ძირითადი ნაწილი ფული არაა, რადგან ეს თავად ფეხბურთელზეც ცუდ გავლენას ახდენს". - განაცხადა სინგაპურელმა ყოფილმა დიპლომატმა. 

იმის გამო, რომ "ვალენსია" როდრიგოს სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვდა, "ბარსელონას" ხელმძღვანელებმა და აგენტმა გადაწყვიტეს, საქმეში სხვა მოთამაშე ჩაერთოთ. "ღამურების" დასაინტერესებლად, ისინი შედარებით იაფი ფეხბურთელის ყიდვას და გაცვლის სახით განათხოვრებასაც კი აპირებდნენ. 

დიდი ალბათობით, "ბარსა" როდრიგოს ზაფხულში აღარ მიუბრუნდება, რადგან ჟოზეპ ბართომეუს პრიორიტეტი ნეიმარისა და ლაუტარო მარტინესის ტრანსფერებზე მუშაობაა.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    B A R C A
    სტუმარი [?]
    #6 6 თებერვალი 2020 22:54
    1
    იყიდიან თუ არა ნეიმარს ან მარტინესს ეგეც საკითხავია! ან იყიდიან, მაგრამ უღირალს გადაიხდიან!🙂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 6 თებერვალი 2020 22:52
    0
    იფიქრეს ჩვენ ნაგავს კარგ ფასად შევტენით ბარსასო, მაგრამ მიიღეს აბრიქინებული.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #4 6 თებერვალი 2020 22:26
    2
    მადლობა,რომ არ გამოუშვი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 6 თებერვალი 2020 22:23
    1
    დაიტოვეთ კაცო არაფერში არ. გვჭირდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ferreira10
    სტუმარი [?]
    #2 6 თებერვალი 2020 22:22
    4
    ჩინელი ნოიერი . მესი არარის ლიდერი და კაპიტნი, გასაშვებია და ასე შემდეგ რას ეწევით ბიჯოოო)))))))))))))))))

    ეს რეები წავიკითხე სად ასრის მეხი და ჭექა ქუხილი. ამ გლობალურ დათბობას რა ვიათხარი მე.
    აბრაგი
    სტუმარი [?]
    #1 6 თებერვალი 2020 22:13
    1
    კიდევ კარგი))