"ბორნმუთის" მთავარი მწვრთნელი: მესის შეძენით დავინტერესდებით
ერიკ აბიდალისა და ლიონელ მესის კონფლიქტის შემდეგ, პრესაში არგენტინელის "ბარსელონადან" წასვლის შესახებ აქტიურად იწერებოდა. ამ თემაზე "ბორნმუთის" მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰოუვმა იხუმრა.
"მესი შესანიშნავი მოთამაშეა. თუ მისი შეძენა შესაძლებელი იქნება, არგენტინელით დავინტერესდებით." - ციტირებს ედი ჰოუვის სიტყვებს Tribuna.
ინგლისელ სპეციალისტს ეს სერიოზულად არ უთქვამს, მაგრამ თუ ოდესმე მესი პრემიერ ლიგაში თამაშს გადაწყვეტს, მას ეს არ გაუჭირდება. ამის თქმის საფუძველს (იმის გარდა, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა) მისი სტატისტიკა გვაძლევს - ლეოს პრემიერ ლიგის ტოპ ექვსი გუნდისთვის ("ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი", "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", "ტოტენჰემი") 26-ჯერ გაუტანია, ის მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც თავისი კარიერის 6 წელი ინგლისში გაატარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]