გარი ნევილი ფიქრობს, რომ თუ "სიტი" ქულებს დაკარგავს, "ლივერპული" პრემიერ ლიგაზე გადაერთვება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, გარი ნევილი, ფიქრობს, რომ, თუ "მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგაში ქულებს დაკარგავს, "ლივერპული" შეეცდება პირველი ადგილისთვის იბრძოლოს.
"მთელი სეზონის განმავლობაში ვამბობდი, რომ "ლივერპული", პრემიერ ლიგის მოსაგებად, დათმობებზე უნდა წასულიყო. ვფიქრობ, თუ "სიტი" "ბარნლისთან" ან "მანჩესტერ იუნაიტედთან" ქულებს დაკარგავს და "ლივერპული" "ჰადერსფილდს" დაამარცხებს, კლოპს, "ნიუკასლთან" მატჩამდე, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს."
"ოთხშაბათს, "ლივერპული" "ბარსელონას" ხვდება. თუ "წითლებს" "ნიუკასლთან" და "ვულვზთან" აღებული 6 ქულა ჩემპიონობას მოუტანს, დაასვენებს თუ არა კლოპი ფეხბურთელებს კატალონიელებთან? თან იმის გათვალისწინებით, რომ "ბარსელონასთან", "მერსესაიდელებს" "ენფილდზე" მეორე შანსიც ექნებათ. ვფიქრობ იურგენი ამას გააკეთებს თუ "სიტი" ქულებს დაკარგავს." - ციტირებს გარი ნევილის სიტყვებს Sky Sports.
შეგახსენებთ, რომ პირველი ნახევარფინალური შეხვედრა, "ბარსელონასა" და "ლივერპულს" შორის, 1 მაისს, თბილისის დროით 23:00 დაიწყება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]