ხოსე ბორდალასი: სეტიენი, ჩემთვის, შესანიშნავი მწვრთნელია
ლა ლიგის 24-ე ტურში, "ბარსელონა" "ხეტაფეს" უმასპინძლებს. ამ ორი კლუბის მწვრთნელებს შორის ცუდი ურთიერთობაა.
როგორც ცნობილია, ხოსე ბორდალასსა და კიკე სეტიენს უთანხმოება ჰქოდათ. Cadena Ser-თან ინტერვუში ბორდალასმა თქვა, რომ სეტიენი კოლეგიალურობით არ გამოირჩეოდა.
კითხვაზე, გამოუჩენია თუ არა სეტიენს უპატივცემულობა მისადმი, "ხეტაფეს" მწვრთნელმა უპასუხა.
"შესაძლოა. დიახ, ხანდახან. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. სეტიენი, ჩემთვის, შესანიშნავი მწვრთნელია."
თამაშთან დაკავშირებით ბორდალასმა აღნიშნა, რომ სეტიენის "ბარსელონასთვის" განსხვავებული მომზადებაა საჭირო.
"რა თქმა უნდა, სეტიენთან დასაპირისპირებლად სხვა მზაობაა საჭირო, ვიდრე ვალვერდეს წინააღმდეგ." - განაცხადა ბორდალასმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]