კარლეს პუიოლი: ყოველთვის მზად ვარ კლუბში დავბრუნდე
"ბარსელონას" ლეგენდარული კაპიტანი კარლეს პუიოლი აცხადებს, რომ კატალონიური კლუბისთვის მისი კარი ღიაა, მაგრამ მიანიშნებს, რომ ახლა დაბრუნებისთვის კარგი დრო არაა.
"ბარსელონა" არასდროს დამიტოვებია. ყოველთვის ამ გუნდის ფანი ვიყავი. "ბარსას" თამაში არ გამომიტოვებია. ყოველთვის მზად ვარ კლუბში დავბრუნდე, მაგრამ ეს ბევრი რამის დროში დამთხვევაზეა დამოკიდებული.
"ბარსელონა", როგორც კლუბი, ყველაზე მნიშვნელოვანია. ის ფეხბურთელებსა და პრეზიდენტზე მაღლა დგას." - ციტირებს პუიოლის სიტყვებს Mundo Deportivo.
ლეგენდის სიტყვები შეგვიძლია იმაზე მინიშნებად მივიღოთ, თუ რატომ თქვა მან კლუბში გასულ შემოდგომაზე დაბრუნებაზე უარი. აქამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას ჟოზეპ მარია ბართომეუსთან მუშაობა არ უნდოდა და რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატის, ვიქტორ ფონტის გუნდში ჩავისთან ერთად მოიაზრება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 75 ]