"ბარსელონამ" "რეალთან" სხვაობა შეამცირა
ივარაუდებოდა, რომ ლა ლიგის 24-ე ტურში, ესპანური გრანდებიდან თუ რომელიმე ქულებს დაკარგავდა, ეს "ბარსელონა" უნდა ყოფილიყო, რადგან კიკე სეტიენის გუნდი, რომელმაც საკუთარი თამაში ჯერ ვერ იპოვა, მე-3 ადგილზე მყოფ "ხეტაფეს" მასპინძლობდა.
"ბლაუგრანამ" რთულად, მაგრამ მაინც მოიგო, სამაგიეროდ იგივე ვერ გააკეთა "რეალმა" და ლიდერთან სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა.
ტურის ბოლო შეხვედრაში, "რეალმა" "სელტას" უმასპინძლა. სტუმრები უკვე მე-7 წუთზე დაწინაურდნენ. მე-2 ნახევარში, სმოლოვის გოლს კროოსმა და სერხიო რამოსმა უპასუხეს, მაგრამ 85-ე წუთზე სანტი მინამაც გაიტანა და თამაში 2-2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სანტი მინას საგოლე გადაცემა "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, დენის სუარესმა გაუკეთა.
"კლასიკომდე" ერთი ტურია დარჩენილი, რომელშიც "ბარსა" "ეიბარს" მასპინძლობს, "რეალი" კი "ლევანტეს" სტუმრად ეთამაშება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]