ბრეითუეიტის აგენტი "ბარსელონაში" ტრანსფერზე: სიახლეს ხუთშაბათისთვის ველი
"ბარსელონას" სამიზნის, მარტინ ბრეითუეიტის აგენტი აცხადებს, რომ ის, მისი კლიენტის კატალონიაში გადასვლასთან დაკავშრებით, სიახლის ხვალ გაგებას ელის.
დანიური Extra Bladet-ის ინფორმაციით, ბრეითუეიტის ტრანსფერი ხუთშაბათს უნდა შედგეს. ეს გამოცემა ფეხბურთელის აგენტს, ჰასან ჩეთინქაიას დაუკავშირდა და მოკლე პასუხი მიიღო: "ველი, რომ ხუთშაბათს რამე გადაწყდება."
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონამ" "ლეგანესის" დანიელ შემტევთან პირადი კონტარტის დეტალები შეათანხმა. ახლა "ლეგანესთან" მოლაპარაკებაა საჭირო. ბრეითუეიტის გამოსასყიდი თანხა 18 მილიონი ევროა.
28 წლის ფეხბურთელს აგენტობას იგივე კომპანია უწევს, რომელიც ფრენკი დე იონგს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]