ლიონელ მესი: ბევრი რამ ჩვენი ბრალი უფრო იყო, ვიდრე ვალვერდესი
Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში ლიონელ მესიმ "ბარსელონაში" არსებულ ცვლილებებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
არგენტინელი მწვრთნელების საკითხსაც შეეხო და საკმაოდ დელიკატურად შეაფასა ერნესტო ვალვერდეს საქმიანობა, კიკე სეტიენის პერსონისადმი კი სიმპათია გამოამჟღავნა.
"გარდა იმისა, რომ ვალვერდე კარგი მწვრთნელი იყო, ის არაჩვეულებრივი ადამიანიცაა. ეს მე მრავალჯერ მითქვამს. იყო გარკვეული თამაშები, რომლებშიც ბევრი რამ ჩვენი, მოთამაშეების ბრალი უფრო იყო, ვიდრე მწვრთნელის. თუმცა, ბოლოს უფრო მარტივია გაათავისუფლო მწვრთნელი, ვიდრე შეცვალო ყველა ფეხბურთელი. მწვრთნელებმა ეს იციან. ესპანეთის თასზე "ბილბაოსთან" მატჩის დროს ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებდით, მაგრამ 5 წუთით მოვლენებს გამოვეთიშეთ, ამიტომაც დასრულდა ყველაფერ ამგვარად. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ძალიან სამწუხარო იყო."
"მე უკვე ვიცნობდი კიკე სეტიენს, მანამდეც შევხვედრივარ და გვისაუბრია კიდეც. ის ძალიან კარგი ადამიანი, არაჩვეულებრივი მოსაუბრეა, რომელიც ყველა დეტალს ყურადღებას აქცევს და ფეხბურთი ძალიან უყვარს. სეტიენი ამაზე ყოველთვის საუბრობს." - განაცხადა მესიმ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]