მესიმ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა
ლიონელ მესიმ Mundo Deportivo-ს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა. არგენტინელმა მრავალ საკითხზე ისაუბრა და კლუბში მიმდინარე მოვლენებიც შეაფასა. ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგასაც შეეხო და ტურნირის მთავარი ფავორიტებიც დაასახელა
"ყველას შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა და თითოეული მათგანი რთული დასამარცხებელია. პსჟ-მ "დორტმუნდთან" წააგო, "ლივერპულმა" კი "ატლეტიკოსთან". ვფიქრობ, რომ "ლივერპული", "იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" დღეს ყველაზე ძლიერი კლუბებია." - განცახადა ლეომ.
მესისა და "ბარსელონასთვის" ჩემპიონთა ლიგა 25 თებერვალს განახლდება. კატალონიელები იტალიაში "ნაპოლის" დაუპირისპირდებიან. "ბლაუგრანას" ჩემპიონთა ლიგა 2015 წლის შემდეგ არ მოუგია. მესიმ ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ ძალიან უნდა კიდევ ერთხელ აღმართოს ლიგის თასი. 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლში გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 22 ]