ბრეითუეიტის პრეზენტაციის დღეს აბელ რუისმა და კარლეს პერესმა გოლები გაიტანეს
20 თებერვალს, "ბარსელონამ" მარტინ ბრეითუეიტი ოფიციალურად წარადგინა. სწორედ ამ დღეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც "ბლაუგრანამ" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდიდან გაუშვეს, გოლები გაიტანეს.
კარლეს პერესმა "რომას" მაისურით ევროპა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა და იტალიურ კლუბს "გენტის" დამარცხებაში დაეხმარა. აბელ რუისმა კი "ბრაგას" რიგებში შოტლანდიურ "რეინჯერსს" გაუტანა. რუისს საგოლე გადაცემა ფრანსიშკუ ტრინკაუმ გაუკეთა. პორტუგალიელი ფეხბურთელი "ბარსელონას" საკუთრებაშია და იგი კატალონიელებს 2020 წლის ზაფხულში შეუერთდება.
აღსანიშნავია, რომ რუისიცა და პერესიც "ლა მასიას" აღზრდილები არიან. კარლეს პერესი "ბარსელონამ" "რომაში" 11 მილიონ ევროდ გაუშვა, ხოლო აბელ რუისი "ბრაგას" 8 მილიონ ევროდ შეუერთდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]