კიკე სეტიენი "ნაპოლისთან" მატჩის წინ

კიკე სეტიენი "ნაპოლისთან" მატჩის წინ

კიკე სეტიენმა, რომელიც ხვალ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს, "ნაპოლისთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

"სიმართლე რომ ვთქვა, "რომასა" და "ლივერპულზე" არც ისე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველას გონებაშია. 

ის მატჩები ძალიან რთული იყო. ჩვენი გუნდი ახლა კარგ მდგომარეობაშია. გვჯერა, რომ იმ დონეს შევინარჩუნებთ, რომელსაც ბოლო დროს ვაჩვენებთ. 

ჩემპიონთა ლიგაზე ეს ჩემთვის პირველი თამაში იქნება და განსაკუთრებულად მოტივირებული ვარ. მიხარია, რომ კარიერის ამ ეტაპს ვიწყებ სტადიონზე, რომელიც ისტორიითა და გულანთებულობით გამორჩეულია. 

მარადონას თამაშის ყურება ყოველთვის მსიამოვნებდა, ისევე როგორც იოჰან კრუიფის. ფეხბურთი მათ შემაყვარეს. რაც შეეხება მესის, ის 14-15 წელია ყოველდღე აკეთებს იმას, რასაც ვხედავ. ასეთი სტაბილური ფეხბურთელი არსად მინახავს. ვფიქრობ, მას სხვებისგან ეს განასხვავებს. 

შემიძლია ვთქვა, რომ ლიგის განახლებას კარგ ფორმაში ვხვდებით. მენტალურად კარგ მდგომარეობაში ვართ. 

ჩვენ ორ სხვადასხვა ტურნირში ვმონაწილეობთ და ყველა მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია". - თქვა სეტიენმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #6 25 თებერვალი 2020 12:21
    8
    მჯერა შენი,წარმატებები.
    Culé [?]
    #5 25 თებერვალი 2020 11:13
    6
    აბა შენ იცი კიკეე.შენი სადებიუტო მატჩია ლიგაზე და უნდა გაგვახარო
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 თებერვალი 2020 07:59
    3
    მიდი კიკე გაგვაკვირვე ყველა.
    Culé [?]
    #3 25 თებერვალი 2020 03:19
    10
    Ras erchit romeli mwrtvneli shua sezonshi sheertebul gundtan aramc tu chavardna aqvs aramet ase mokle xanshi : 1) igive poziciebi (titqmis). 2) tamashis xarisxi, udaod (uketesobisken) shecvlili. Araa advili saqme, xo bichebo? Saaghol, Kike! Mshvenivrad uberav da Yismatic mogewiot!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 თებერვალი 2020 02:44
    5
    იმედი ვალვერდეს სენი არ გამოგყვებათ თუ განმეორებითი იგრა გასვლაზე მოგვიწია შემდეგ ეტაპზე ნაპოლის მარტივად გავცდებით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 25 თებერვალი 2020 01:15
    15
    გამართლება კიკე!!! გაგვახარა ლამაზი თამაშით