"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი: ბართომეუმ პასუხები უნდა გაგვცეს
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ფონტი კატალონიური კლუბის გარშემო აგორებულ სკანდალზე კომენტარს აკეთებს.
როგორც უკვე იცით, გავრცელებული ცნობებით, "ბარსელონამ" პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეს სოციალურ ქსელებში პიარისთვის ერთ-ერთი კომპანია დაიქირავა. კომპანია ყალბი ექაუნთების დახმარებით ბართომეუს მოწინააღმდეგეებს უპირისპირდებოდა, მათ შორის ლიონელ მესისა და ჟერარ პიკესაც. კრიტიკის ობიექტი იყო თავად ვიქტორ ფონტიც.
"სიმართლე გითხრათ, შოკში ვიყავი. არ მჯეროდა, რომ ეს სიმართლე იყო. ზოგჯერ უცნაურ რაღაცებს იგებთ, მაგრამ, როდესაც მასთან პირისპირ აღმოჩნდებით, გაკვირვებული რჩებით.
იჩივლებთ თუ არა? არა, ჩვენ მომხდარზე მხოლოდ მედიიდან ვიცით. კლუბისგან განმარტებების მოსმენა აუცილებელია.
ბართომეუმ ჭორები უარყო? მან მხოლოდ სტანდარტული კომენტარები გააკეთა. ეს საკმარისი არაა. ვფიქრობ, მან პრეს-კონფერენცია უნდა გამართოს და ყველა კითხვას უპასუხოს. თუ დადასტურდება, რომ ეს ყველაფერი ბართომეუს ნებართვით ხდებოდა, ის უნდა გადადგეს." - ციტირებს ფონტის სიტყვებს Sport.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]