რონალდინიო პასპორტის გაყალბების გამო დააკავეს
"ბარსელონასა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიო, პარაგვაიში, უცნაური მიზეზით დააკავეს. მას ბრალად პასპორტის გაყალბება ედება.
Mundo Deportivo-ს ცნობით, რონალდინიო, ძმასთან ერთად, პარაგვაიში სხვადასხვა, მათ შორის საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდა. საზღვარზე კი გაირკვა, რომ ორივე მათგანს პასპორტი გაყალბებული აქვს.
ყალბი პასპორტის სურათიდან ირკვევა, რომ ყველა მონაცემი სწორია ერთის გარდა - პასპორტში მითითებულია, რომ რონალდინიოს პარაგვაის მოქალაქეობა აქვს.
რონალდინიოს თავისი პასპორტი 2018 წელს ჩამოართვეს.
ამჟამად, ბრაზილიელი ლეგენდა პარაგვაის დედაქალაქში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]