მარტინ ბრეითუეიტი: ჩემპიონთა ლიგაზე ჩემი ხილვით ხალხი გაკვირვებული დარჩება
Diario Sport-თან ინტერვიუსას მარტინ ბრეითუეიტმა აღნიშნა, რომ "ბარსელონასთვის" უბრალო გამვლელი ფეხბურთელი არ არის და კლუბში დარჩენას წლების განმავლობაში გეგმავს.
"აქ ვარ იმისთვის, რომ რამდენიმე წელი კლუბის მაისურით ვითამაშო. ადამიანებს თავიანთი მოსაზრება აქვთ. ჯერჯერობით, ჩემი მისამართით მხოლოდ პოზიტიური შეფასებები მესმის. მაგრამ, თუკი ვინმე იტყვის, რომ ზაფხულში კლუბი გამყიდის, ძალიან გაუკვირდებათ, როდესაც "ბარსელონას" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე მიხილავენ. ეს არაჩვეულებრივია, სწორედ ეს არის ჩემი მიზანი, შემიძლია განვვითარდე და ხალხი გავაოცო."
უეფას რეგულაციების გამო, მარტინ ბრეითუეიტს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არ შეუძლია. "ბარსელონამ", დაკეტილი სატრანსფერო ფანჯრის პირობებში, დანიელი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპეციალური ნებართვის შემდეგ შეიძინა. ბრეითუეიტმა 6 თვით ტრავმირებული უსმან დემბელე უნდა ჩაანაცვლოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]