ინტერვიუ მარტინ ბრეითუეიტთან
კატალონიურმა Sport-მა "ბარსელონას" ახალწვეულთან, მარტინ ბრეითუეიტთან ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. დანიელმა თავდამსხმელმა ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
- გახსოვთ ზარი, როდესაც "ბარსელონას" ინტერესის შესახებ გითხრეს?
- უშუალოდ ზარი არა, მაგრამ დამირეკეს იმის სათქმელად, რომ "ბარსელონა" ნამდვილად, ნამდვილად, ნამდვილად ინტერესდებოდა ჩემით და ეს სერიოზულია. ამ დროს ჩემი შვილი ფეხბურთიდან სახლში მიმყავდა.
- უთხარი შენ შვილს?
- არავისთვის მითქვამს. ბედნიერი ვიყავი, მაგრამ 100 პროცენტით დარწმუნებული თუ არ ვიქნებოდი, ემოციების გამოხატვა არ მინდოდა. არ ვუთხარი მეუღლეს. ის ორსულადაა და არ მინდოდა, რამეთი დასტრესილიყო. ვიცი, რომ ის ბედნიერი იქნებოდა. მედიაში ეს სიახლე მოულოდნელად გამოჩნდა. დილით "ლეგანესის" ვარჯიშზე წავედი. საღამომდე მეუღლესთან დროის გატარების საშუალება არ მქონია.
- რა იყო ყველაზე ემოციური მომენტი?
- მომენტები განსხვავებულია. მომენტი, როდესაც ყველაფერი დასრულდა ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის და უბრალოდ ბარსელონაში უნდა წავსულიყავი. კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ მქონდა პრეს-კონფერენცია, რომლის დროსაც მეუღლე და შვილები ჩემთან ერთად იყვნენ. ვუყურებდი მათ და გულში რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობდი.
- ისინი ამბობენ, რომ "ბლაუგრანას" თამაშის სტილს სწავლობ და "ბარსას" ფეხბურთელების ვიდეოს უყურებდი. რას ადევნებდი თვალს?
- უბრალოდ ვნახულობ, როგორ თამაშობენ და როგორ აკეთებენ რაღაცებს ბუნებრივად. ეს მათთან ადაპტაციას მიადვილებს. თუ რაღაც მსგავსს ვაკეთებ, მათ ჩვეულებრივ უნდა ითამაშონ. მხოლოდ იქ უნდა ვიყო, სადაც ბურთი იქნება.
- რას იტყვი, როგორ შეძლებ მესისთან ერთად მუშობას?
- უბრალოდ ჩემი ფეხბურთი უნდა ვითამაშო. მომწონს კარგი ასწრაფება. მსოფლიოში საუკეთესო მეპასე მყავს, ასე რომ, ჩემთვის ეს ძალიან ადვილია.
- ნდობა შენი თამაშის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს ბუნებრივია შენში?
- არა, ბუნებრივი არაა. ეს ისაა, რაზეც ყოველთვის ვმუშაობდი. ყველას აქვს ჩავარდნა. სხვებისგან განსხვავებული არ ვარ. თუმცა, ვმუშაობ გონებით, რათა უკეთესი გავხდე, ვაკონტროლო ემოციები და გავიგო, თავს ასე რატო ვგრძნობ. თუ კომფორტის ზონაში დარჩები, ვერ განვითარდები. როდესაც კომფორტის ზონიდან გამოხვალ, საკუთარ შეზღუდვებს დაძლევ.
- "ბარსაში" გადასვლით კომფორტის ზონიდან გამოხვედი?
- დიახ. გარკვეულწილად. არ ვიცი, რადგან ეს არაა ის, რისიც მეშინია. ამას უფრო მიღწევას ვუწოდებდი. როდესაც 20 წლის ვიყავი, ეს ბლოკნოტში ჩავწერე ("ბარსელონაში" გადასვლა), როგორც მიზანი. ეს არაა ის რაღაც, რასაც თავს ავარიდებდი. ისევ ვწერ ჩემს მიზნებზე, რომლებიც მომავალში, მომდევმო 10 წლის განმავლობაში მაქვს.
- გრძნობ ზეწოლას თამაშის დროს?
- გარედან ზეწოლას არ ვგრძნობ. ზეწოლას შიგნიდან, ჩემს თავში ვგრძნობ. ბედნიერი ვარ. თავს ნამდვილად ნორმალურ ადამიანად ვგრძნობ. შესაძლოა, სტადიონზე ვმჯდარიყავი და გუნდისთვის თვალი იქიდან მედევნებინა, ამიტომ მინდა, ადამიანებს ყველაფერი დავუბრუნო. ვიცი, ხალხს რისი ხილვა სურს. უბრალოდ მინდა, მათთვის 100 პროცენტით დავიხარჯო, რადგან დღის ბოლოს, თუ ვითამაშე და ვიგრძენი, რომ უფრო მეტის გაღება შემეძლო, საკუთარ თავს ვერ ვაცოცხლებ. ისინი, ვინც მოდიან და ფულს იხდიან ჩემი თამაშის სანახავად, მაქსიმუმს იმსახურებენ. შესაძლოა, ცუდად ვითამაშო, მაგრამ ყოველთვის 100 პროცენტით დავიხარჯები.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]