"ბარსელონას", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ახალი სამიზნე ჰყავს
"ვალენსიას" ნახევარმცველმა, ფერან ტორესმა, შესაძლოა, კარიერა "ბარსელონაში" განაგრძოს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ფეხბურთელი კატალონიური კლუბისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნეა.
"ღამურებთან" 20 წლის ტალანტს კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. შესაძლებელია, "ბლაუგრანამ" ხელში ის 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჩაიგდოს.
ცნობილია, რომ "ვალენსიას" სურს, ფერანთან მოლაპარაკებები აწარმოოს და ახალი კონტრაქტი შეადგინოს - 100 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდი თანხით.
ახალგაზრდა ფეხბურთელის სიტუაციას "იუვენტუსი", "ლივერპული" და "რეალიც" აკვირდებიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]