იტურალდე გონსალესი: ბურთზე ხელის ნებისმიერი შეხება დასჯადი გახდება

იტურალდე გონსალესი: ბურთზე ხელის ნებისმიერი შეხება დასჯადი გახდება

ესპანელი ყოფილი მსაჯი, იტურალდე გონსალესი "ბარსელონასა" და "სოსიედადის" დაპირსპირებაში ხუან მარტინეს მუნუერას გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც იცით, მატჩის მიწურულს, მუნუერამ ხელით თამაშის გამო ვიდეო რეფერი დაიხმარა და "ბლაუგრანას" სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

"ნელ-ნელა იმ ფაქტისაკენ მივდივართ, რომ ბურთზე ხელის ნებისმიერი შეხება დასჯადი გახდება. თუმცა, ბევრმა რეკომენდაციამ და კრიტიკამ საქმე გაგვირთულა, ზუსტად განვსაზღვროთ, არის თუ არა დასანიშნი პენალტი. ამ შემთხვევაში, ხელმა სივრცე გადაკეტა, რის გამოც "სოსიედადი" სწორად დაისაჯა." - ციტირებს იტურალდე გონსალესის სიტყვებს As.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 მარტი 2020 12:30
    0
    ამ სურათში რაზე აძლევს ყვითელს, ხო არ გახსოვთ ვინმეს? იმედია რამოსის მოტყუებისთვის არა...
    BlauGrana_DS
    სტუმარი [?]
    #4 8 მარტი 2020 20:28
    0
    ციტატა: jack slater
    ციტატა: BlauGrana_DS
    ციტატა: jack slater
    სისულელეა ეს წესი. ტიპი ვააბშე სხვა მხარეს იყურებოდა.დეეცა ბურთი პროსტა.ხელით თამაში არ ყოფილა,მარა ახალი წესებით პენალია.

    პიკეს, ან ლენგლეს რო მოხვედროდა იგივე სიტუაციაში, ანუ სხვა მხარეს გაიხედავდა თუ არა, მაშინ რას იტყოდი ნეტა?

    პიკე რა შუაშია. მე ვამბობ, რომ ეს წესია სისულელე.პენალი არ უნდა დადებულიყო.


    ბარსელონას ფეხბურთელი რო ყოფილიყო, ანუ პირიქით, ბარსას საჯარიმოში რო მოხვედროდა გაშლილ ხელზე, ვინმე ბარსელონელს და კარისკენ მიმავალ ბურთს მომართულება შეეცვალა, მაშინაც იგივეს იტყოდი?
    რეალს, განსაკუთრებით კი რამოსს და ზიზუს გაფიცებ, სიმართლე მითხარი, არ მომატყუო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 მარტი 2020 17:07
    2
    ძველ წესებში ეწერა ძალიან მარტივი რამ მიუხედავად იმისა ხელი რა მდგომარეოაში გაქვს გაშლილი თუ მოხრილი ! თუ ბურთი გხვდება და ამის შედეგად ბურთი სხვა მიმართულებით მიდის! (როგორც იტურალდე გონსალესი ამბობს : " ამ შემთხვევაში ხელმა სივრცე გადაკეტა !) მაშინ 100% პენალტია ! რად უნდა მაგას ბევრი ბაზარი ! ეგ ძველია წესია და მართალია ! მაგრამ თუ ბურთი გხვდება ხელში და მაინც იმ მიმართულებით მიდის საითაც დაარტყეს (ხდება ეგრე ძალიან ხშირად !) მაშინ არ არის პენალტი ! ....გუშინ პენალტი იყო ! რატომ ? გაშლილი ხელიდან ბურთი სხვა მიმართულებით წავიდა !
    BlauGrana_DS
    სტუმარი [?]
    #2 8 მარტი 2020 15:26
    0
    ციტატა: jack slater
    სისულელეა ეს წესი. ტიპი ვააბშე სხვა მხარეს იყურებოდა.დეეცა ბურთი პროსტა.ხელით თამაში არ ყოფილა,მარა ახალი წესებით პენალია.

    პიკეს, ან ლენგლეს რო მოხვედროდა იგივე სიტუაციაში, ანუ სხვა მხარეს გაიხედავდა თუ არა, მაშინ რას იტყოდი ნეტა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 მარტი 2020 14:44
    7
    იასნა პენალტი იყო 100%-იანი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued