"ბარსელონა" - ჩემპიონთა ლიგის ყველაზე "ბებერი" გუნდი
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩებში ყველაზე ხანდაზმული შემადგენლობა "ბარსელონას" ჰყავდა.
25 თებერვალს, "ბარსამ" "ნაპოლისთან" 1-1 ითამაშა. ამ შეხვედრაში, კატალონიელთა საასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 28.3 წელი იყო, რაც დანარჩენ 15 გუნდის მაჩვენებელზე მაღალია. გარდა ამისა, "ბარსას" შემადგენლობაში ყველაზე მეტი, ხუთი 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელი იყო.
"ბარსელონას" შემადგენლობა "ნაპოლისთან":
- ტერ შტეგენი: 27 წლის
- ფირპო: 23 წლის
- პიკე: 33 წლის
- უმტიტი: 26 წლის
- სემედუ: 26 წლის
- ბუსკეტსი: 31 წლის
- რაკიტიჩი: 31 წლის
- დე იონგი: 22 წლის
- ვიდალი: 32 წლის
- გრიზმანი: 28 წლის
- მესი: 32 წლის
როგორც ხედავთ, ნეაპოლში გამართულ შეხვედრაში, ყველაზე ახალგაზრდა ფრენკი დე იონგი, ხოლო ყველაზე ასაკიანი ჟერარ პიკე იყო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]