კასილასი:"რეალი" მაინც არ დანებდება"
როგორც იცით, გუშინ გაიმართა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურის შეხვედრა, რომელშიც "ოსასუნამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და ყველასათვის მოულოდნელად ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ამ ყველაფერზე მადრიდელთა კიპერმა, იკერ კასილიასმა თამაშის შემდეგ ჟურნალისტებთან კონემტარი გააკეთა. მისი თქმით "რეალი" წაგების მიუხედავად ბრძოლას მაინც გააგრძელებს.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების კარიბჭის დამცველი ეთანხმება მადრიდის "რეალის" გენერალურ მენეჯერს ხორხე ვალდანოს და აცხადებს, რომ გუნდი კონკურენციას მაინც გაუწევს "ბლაუგრანას".
"რა თქმა უნდა შვიდი ქულა ძალიან დიდი სხვაობაა, მაგრამ გუნდი მაინც არ დანებდება "ბარსელონას". ჩვენ გავაგრძელებთ თამაშს, შევეცდებით ყველა მატჩის მოგებას და ვიქნებით იმ იმედით, რომ "ბარსას" ჩავარდნა ექნება. რაც შეეხება "ოსასუნასთან" მატჩს, ჩვენ გვქონდა საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი, მაგრამ ეს ვერ შევძელით, ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა."-განაცხადა იკერ კასილიასმა "MARCA"-სთან ინტერვიუში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]