ინიესტა:"ბარსა" ფინალში ითამაშებს"
კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა ესპანეთის თასის ფინალის შესახებ. იგი ეთანახმება იმ აზრს, რომ "ბლაუგრანას" სულ ცოტაღა აკლია ბოლო ეტაპზე გასასვლელად.
შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა კლუბმა, კოპა დელ რეის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა ანგარიშით 5:0 მოუგო "ალმერიას", ამიტომ "ბარსელონას" ნახევარდაცვის ბურჯმა განაცხადა, რომ ფეხბურთელები მოგებული მატჩის მიუხედავად განმეორებით შეხვედრას მთელი სერიოზულობით უნდა მოეკიდონ.
"მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ესპანეთის თასის ფინალში გასასვლელად. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა შევძლოთ თამაშის მოგება. კლუბის ყველა წევრს ძალიან სურს გუნდის ფინალში ხილვა, ამის მისაღწევად 90 წუთის მანძილზე უნდა ვიბრძოლოთ. ამის გარდა მინდა აღვნიშნო ისიც, რომ "ბარსელონა" ყველა ტურნირს ერთ და იმავე სერიოზულობით ეკიდება."-განაცხადა ანდრეს ინიესტამ "SPORT.ES"-თან ინტერვიუში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]