"ალმერიასთან" შესანიშნავი სამეულის გარეშე
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა არ აპირებს ათამაშოს თავისი კლუბის სამი ლიდერი ესპანეთის თასის 1/2 ფინალის საპასუხო შეხვედრაში "ალმერიას" წინააღმდეგ.
როგორც იტყობინება ესპანური გამოცემა AS, თამაშში მონაწილეობას არ მიიღებენ თავდამსხმელი ლიონელ მესი და ნახევარმცველები ჩავი და ინიესტა. ასევე შესაძლოა შეხვედრა პირველივე წუთებიდან დაიწყოს გაბრიელ მილიტომ. თუ მესიმ მართლა არ ითამაშა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოიან კრკიჩს დიდი შანსი ექნება თავისი ნამდვილი შესაძლებლობები აჩვენოს. "ჩავიესტას" არ ყოფნაში შესაძლებელია იბრაჰიმ აფელაიმაც 90 წუთი დაჰყოს მოედანზე. როგორც მოგეხსენებათ ის სულ ახლახანს გადმობარგდა კატალონიურ გუნდში.
შეგახსენებთ, რომ "კოპა დელ რეის" პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში "ბლაუგრანამ" მეტოქეს 5:0 სძლია და ალბათ სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მისტერ პეპმა მეორე შეხვედრაში გუნდის ლიდერების დასვენება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]