"ბარსელონა" ტურნირების შეჩერების მომხრეა
ოფიციალურად ლა ლიგის ორი ტურის მატჩები გადაიდო, არის მოლოდინი, რომ უეფამ ევროპული ტურნირებიც შეაჩეროს, "რეალის" ფეხბურთელები და კალათბურთელები კარანტინში არიან. ამ ფონზე "ბარსელონას" ხელმძღვანელობა სპორტული ღონისძიებების შეჩერებას მხარს უჭერს. კლუბის ეს დამოკიდებულება ჟოზეპ ვივესმა გაახმოვანა.
"ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით ლა ლიგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელიც კი იყო, რადგან ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია. ამ ეტაპზე ტურნირები პრიორიტეტული არ არის." - ციტირებს ვივესის სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]