ამას გუნდური სულის დანგრევა შეუძლია - რივალდო სარაბიას საქციელს ეხმაურება
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი რივალდო კიკე სეტიენის ასისტენტის, ედერ სარაბიას საქციელს ეხმაურება. სარაბია "რეალთან" მატჩის დროს ემოციურობით გამოირჩეოდა, ფეხბურთელებს რაღაცებს ანიშნებდა, ამან კი პრესის და ქომაგთა ყურადღება მიიქცია.
"სარაბიას უნდა ესმოდეს, რომ ის ახლა "ბარსელონაშია". ეს ის გუნდია, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრშია, სათადარიგოთა სკამს კი მუდამ თვალს ადევნებენ. სარაბია მეტად უნდა გაუფრთხილდეს საკუთარი საქციელს, რადგან ამან გუნდურ შემართებას შეიძლება ავნოს."
"არ ვფიქრობ, რომ სარაბიას რომელიმე ფეხბურთელის გულის ტკენა სურდა, მაგრამ ამან პრესის ყურამდე მიაღწია და ამ ამბების მოსმენა კარგი ნამდვილად არ არის. მსგავსი სიტუაციების თავიდან აცილება რთულია, რადგან კამერები, ყოველთვის შენ გიყურებენ." - განუცხადა ბრაზილიელმა Betfair-ს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]