შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატი დეკემბერში გაიმართოს

შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატი დეკემბერში გაიმართოს

ევროპის ჩემპიონატის მომდევნო წლის ზაფხულში გადატანა შესაძლოა, ვერ მოხერხდეს. მიზეზს 2021 წლის ივნისში დაგეგმილი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი წარმოადგენს. ინფორმაციას Cadena Ser ავრცელებს.

ევრო 2020-ის გადადება, თითქმის, გარდაუვალია. უეფა, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ტურნირის ჩასატარებლად ახალი დროის შერჩევაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვარიანტად 2021 წლის ივნისი მოიაზრება, თუმცა, ესპანური გამოცემის მტკიცებით, აღნიშნული იდეის წინააღმდეგ ფიფა მიდის. კერძოდ, 2021 წლის 17 ივნისიდან 4 ივლისამდე, ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალი ფორმატით ჩატარება აქვს გადაწყვეტილი. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ევრო 2020-ის მიმდინარე წლის დეკემბერში ჩატარებას უჭერს მხარს.

ევროპის ჩემპიონატის გადადებას ღიად დაუჭირეს მხარი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ, და ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    barcelona87
    სტუმარი [?]
    #3 16 მარტი 2020 18:17
    0
    აბა ესეთ ბარსელონაზე რას იტყვით? 25.რიკი პუჩი. 24.ტანგი ნდომბელე ან ტომას პარტეი. 23.სამუელ უმტიტი. 22.ფაბიან რუისი. 21.ფრენკი დე იონგი. 20.ფრანცისკო ტრინკაო. 19.მატეუს ფეწრნანდეში. 18.ჟორდი ალბა. 17.ანტუან გრიმზმანი ან ანსუ ფატი.(თუ გრიზის ნეის ტრანსფერში ჩართავენ.)16.მუსა ვაგე.15.კლემან ლენგლე.14.ფილიპე კოუტინიო,ან დონი ვან დე ბეეკი,ან პედრი გონსალეს ლოპესი.(შემტევი ნახევარმცველები)13.ნორბერტო ნეტო.12.ალექს კოლიადო. 11.ნეიმარ ჯუნიორი. 10.ლიონელ მესი. 9.ლაუტარო მარტინესი. 8.არტურ მელო. 7.უსმან დემბელე. 6.ჟან-კლერ ტოდიბო. 5.სერხიო ბუსკეტსი. 4.რონალდ არაუხო. 3.პიკეს წასვლის დრო მოვიდა და მის ნაცვლად ალექს გრიმალდო. 2.ნელსონ სემედო. 1.მარკ-ანდრე ტტერ- შტეგენი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 მარტი 2020 17:07
    1
    გადადონ ერთი წლისთ რა დეკემბერში ისიც საკმარისია მომდევნო მსოფლიო რო ჩატარდება შუა სეზონში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Geo-fcb
    სტუმარი [?]
    #1 16 მარტი 2020 16:54
    0
    რავი მე რასაც ვუყურებ სეზონი დასრულებულია ყველგან და ყველაფრის. 3-4 თვე უნდაო ჩაცხრომასო ამ ვირუსისო როგორც ამბობენ, და ახლა ამის გამოა გაჩერებული თამაშები რომ ხალხა არ გადასდოს ერთმანეთს, და თუ ჩამცხრალი არ იყო და კიდე ახალი კერები გაჩნდა სტადიონებზე რაღა აზრი აქვს...

    მე მაინც გადამეტებული მგონია ეს აჟიოტაჟი და რავი....