აბელ რუისმა ფრანსიშკუ ტრინკაუ შეაქო
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ამჟამად "ბრაგაში" იჯარით მყოფმა აბელ რუისმა მისი თანაგუნდელი ფრანსიშკუ ტრინკაუ შეაქო, რომელიც მომავალი სეზონიდან კატალონიურ კლუბში ითამაშებს.
"ტრინკაუ არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. ის ინდივიდუალური და შესაშური თვისებებით გამოირჩევა. მას კარგი დრიბლინგი და დარტყმა აქვს. დარწმუნებული ვარ, ფრანსიშკუ კარგად ითამაშებს. ბედნიერი ვარ, რომ ის "ბარსაში" გადავიდა. ტრინკაუს შესანიშნავად ვეწყობი." - ციტირებს აბელ რუისის სიტყვებს Cadena SER.
ესპანელი შემტევი "ბრაგაში" 6-თვიანი იჯარით იანვარში გადავიდა. პორტუგალიურ კლუბს სეზონის ბოლოს ფეხბურთელის 8 მილიონ ევროდ ყიდვის ვალდებულება აქვს.
რაც შეეხება ტრინკაუს, ის "ბარსელონას" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება. კატალონიელებმა 20 წლის პორტუგალიელში 31 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 1 ]