ტერ შტეგენთან მოლაპარაკებები შეწყვეტილია

ტერ შტეგენთან მოლაპარაკებები შეწყვეტილია

მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და "ბარსელონას" შორის, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები შეჩერებულია. Mundo Deportivo-ს ცნობით, ამის მიზეზი არა მხარეებს შორის შეუთანხმებლობა, არამედ კორონავირუსია.

კორონავირუსის პანდემია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს შეახო, მათ შორის, ფეხბურთსაც. გადადებულია მატჩები და ტურნირები. როგორც ირკვევა, გადაიდო კონტრაქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიც.

ცნობილია, რომ "ბარსელონას" ერთ-ერთი პრიორიტეტი მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა. ამჟამად მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს გასდის და მხარეები მის გახანგრძლივებაზე უკვე საკმაო ხანია მუშაობენ.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ამჟამად, მოლაპარაკებები შეწყვეტილია, მაგრამ არა შეუთანხმებლობის, არამედ კორონავირუსის გამო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    kortoxa23
    სტუმარი [?]
    #1 18 მარტი 2020 18:06
    3
    შტეგენი დღეისთვის ერთერთი საუკთესო მეკარეა. მიუხედავად ვალდესის ღრმა პატივისცემისა შტეგენის კარში ყოფნით უფრო საიმედოდ ვგრძნობ თავს ვიდრე ვალდესის ეპოქაში