Goal: "ბარსელონა" და "რეალი" დავიდ ალაბათი დაინტერესდნენ
ესპანური გრანდები, კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი", მიუნხენის "ბაიერნის" ავსტრიელი უნივერსალის, დავიდ ალაბას შეძენის სურვილს გამოთქვამენ. ამ ინფორმაციას Goal ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" და "სამეფო კლუბი" 27 წლის მცველის გარშემო განვითარებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან. "ბაიერნს" ალაბასთან, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება, ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს, თუმცა მიუნხენელები ფეხბურთელის უარის შემთხვევაში მის გასაყიდად მზად იქნებიან.
ალაბას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 28 მატჩი, 1 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა. Transfermarkt-ს თუ დავუჯერებთ, დავიდის სატრანსფერო ღირებულება 65 მილიონ ევროს შეადგენს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]