"ბარსელონას" პიმიენტასთან გახანგრძლივება სურს
Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ჩავი გარსია პიმიენტასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
პიმიენტა "ბარსა ბ"-ს მთავარი მწვრთნელი 2018 წლიდანაა. მისი ხელმძღვანელობით, კატალონიურმა გუნდმა სეგუნდა დივიზიონი დატოვა, თუმცა ახლა სეგუნდა ბ-ს ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება და აღზევების რეალური შანსი აქვს.
პიმიენტას კონტრაქტს ვადა ზაფხულში ეწურება, კლუბის პრიორიტეტი კი მისი დაუყოვნებლივ გახანგრძლივებაა. მხარეებს შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრები უკვე იმართება.
45 წლის სპეციალისტს თითქმის მთელი კარიერა "ბარსელონაში" აქვს გატარებული. 1993-97 წლებში, ის სათადარიგო გუნდების ფეხბურთელი იყო, 2006 წლიდან კი ასაკობრივ გუნდებს წვრთნის.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]