პუიოლი: "თავს შედარებით კარგად ვგრძნობ"
კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი მცველი კარლეს პუიოლი აგრძელებს მკურნალობას და ცდილობს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალამდე დაბრუნებას. იგი ახლა თავს უფრო უკეთესად გრძნობს.
"თავს შედარებით კარგად ვგრძნობ. ჩემთვის მთავარია მოვახერხო ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალამდე ფორმაში ჩადგომა, თუმცა ნაადრევად მოედანზე გამოსვლასაც არ გამოვრიცხავ." –ციტირებს კაპიტნის სიტყვებს მადრიდული გამოცემა "Marca".
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა მცველმა ტრავმა პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურში, სანტანდერის ”რასინგის” წინააღმდეგ მატჩში მიიღო. იმასაც გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ბლაუგრანა" პირველ 1/8 ფინალურ მატჩს "არსენალის" წინააღმდეგ 16 თებერვალს გამართავს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]