შეცდომების გამოსწორების დროა
დღეს საღამოს, 23 საათზე, როდესაც ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქში მყოფი სტადიონი, სახელად "ესტადიო დელ მედიტერიანო" გავსებული იქნება, დაიწყება "სამეფო თასის" ნახევარ–ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და "ალმერია" დაუპირისპირდებიან...
ამ გუნდებს შორის, ნახევარ–ფინალის პირველი შეხვედრა ერთი კვირის წინ, "ნოუ კამპზე" გაიმართა, სადაც დაუნდობელმა კატალონიელებმა სტუმრების კარი პირველ ტაიმში 4–ჯერ დალაშქრეს, ხოლო მეორე ნახევარში დაუნდობლებმა ლმობიერება გამოიჩნეს და მხოლოდ ერთი გოლით შემოიფარგლნენ. ამ შეხვედრაში ყველაზე დაუნდობელი ლეო მესი აღმოჩნდა, რომელიც მეთერთეტე და მეთექვსმეტე წუთებზე ესტებანს ძალიან დაუახლოვდა და ამ დაახლოვებაში 2 გოლიც გამოსტყუა. მართალია ეს შეხვედრა კატალონიელებმა ანგარიშით, 5–0 მოიგეს, მაგრამ ალმერიელებს უარესიც უნახავთ და ეს ფაქტი როგორღა აიტანეს, მითუმეტეს ისეთი გუნდისგან, როგორიც "ბლაუგრანაა".
ასეა, თუ ისე, დღეს ალმერიელები საკუთარ მოედანზე ღირსების დაცვას შეეცდებიან და მთელი თავისი მონდომებით პინტოს კარის აღებაზე იფიქრებენ, მაგრამ შესაძლოა ამაზე ფიქრში გართულებმა თავად მიიღონ ბურთები საკუთარ კარში. თუმცა, თუ "სეგუნდა დივიზიონის" ბინადარმა მოახერხა კატალონიელების დამარცხება, იქ "ალმერიასაც" ხომ შეუძლია? ვფიქრობ, რომ არა. "ბარსა" რის "ბარსაა" იგივე შეცდომა, რომ გაიმეოროს. მითუმეტეს, რომ პეპმა წინასამატჩო პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდი შეუტევს და შეუტევს. ამ შეტევა–შეტევებს კი რაც მოყვება ალბათ თქვენც კარგად მოგეხსენებათ. აქვე შეგახსენებთ, რომ კატალონიელებს "ალმერიასთან" წლევანდელ სეზონში ორჯერ აქვთ მატჩი გამართული და ბურთების შეფარდება 13–0-ზეა.
ამ ფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღების შანსი არ აქვთ პუიოლს, ხეფრენსა და ინიესტას, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ. სამაგიეროდ შესაძლოა მოედანზე "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელები, ტიაგო და ნოლიტო ვიხილოთ, რომლებიც თავის მხრივ, მაქსიმალურად შეეცდებიან მეტოქეთა მცველებისა და მეკარის შეწუხებასა და დანაღვლიანებას. ალბათ ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ დღეს საუკეთესო შემადგენლობას ვერ ვიხილავთ, რადგანაც წინა შეხვედრა ჩვენს საყვარელ გუნდს ანგარიშით, 5–0 აქვს მოგებული. ასე, რომ როდესაც თქვენ ეკრანებზე "ბარსას" სასტარტო თერთმეტეული გამჩნდება, ძალიანაც ნუ იღელვებთ...
ფინალში გასასვლელად ასევე იბრძოლებს "რეალ მადრიდი" და "სევილია". ამ გუნდების პირველი დაპირისპირება სევილიაში გაიმართა, სადაც სტუმრებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ "სევილია" დამარცხებულიყო. ახლა კი "სანტიაგო ბერნაბეუ" სევილიელ ფეხბურთელებს ელის. ფეხბურთელებს, რომლებმაც შარშან მოახერხეს და "სამეფო თასისთვის" ბრძოლიდან კატალონიის "ბარსელონა" გამოთიშეს. ასე, რომ "მადრიდი" ფრთხილად უნდა იყოს, თორემ შესაძლოა ფინალში გაღწევა და "ბარსასთან" შერკინება ვერ შეძლონ ... თუმცა, ზოგიერთისთვის ეს ალბათ სასიხარულოც იქნება...
კატალონიელები "ბეტისთან" დამარცხდნენ. შესაბამისად გაკვეთილიც უკვე ნასწავლი აქვთ და შესაბამისად, როგორც პეპმა თქვა, შეუტევენ და შეუტევენ, რაც მასპინძლებისთვის ალბათ დამღუპველი იქნება. ასე, რომ თუ "ალმერიამ" ვერა და ვერ მოახერხა "ბარსას" დამარცხება, მატჩის ფრედ დასრულება, ან თუნდაც გოლის გატანა, მათ და კიდევ სხვა გუნდების გულშემატკივრებს, შეუძლიათ ეს პეპ გვარდიოლასა და "რეალ ბეტისს" დააბრალონ...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]