სერჟი რობერტო FIFA20-ს ტურნირზე არ გამოცხადდა
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერჟი რობერტომ გუშინ FIFA20-ის ტურნირში მონაწილეობა არ მიიღო. შესაბამისად, მისი ოპონენტი "ეიბარი" გამარჯვებულად დასახელდა.
Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს სურდა, ჩემპიონატში საკუთარი სახელით გასულიყო, თუმცა სპონსორის (ლა ლიგის) მიერ უკვე გაოფიციალებული გახლდათ, რომ ესპანელი "ბლაუგრანას" წარმოადგენდა.
თავის მხრივ, "ბარსელონა" FIFA20-ს ღონისძიებაზე ვერ გამოცხადდებოდა, რადგან კლუბს კონტრაქტი PES-სთან აკავშირებს.
იბაი ლანოს მიერ ორგანიზებული ჩემპიონატი თანხის შეგროვებას ემსახურება, რომელსაც კორონავირუსით დაზარალებულთათვის გამოიყენებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]