პეპის "ბარსელონა" vs კლოპის "ლივერპული" - ვინ მოიგებს?
მსოფლიო ფეხბურთს ისეთი დრო უდგას, სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებს თავის შესაქცევად საკმაოდ მწირი არჩევანი აქვთ - უყურონ ბელარუსის ჩემპიონატს, ითამაშონ ვიდეოთამაშები, გაიხსენონ ძველი თამაშები, ან გასაქანი ფანტაზიას მისცეს.
სწორედ მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება Tribuna.com-ის საინტერესო წამოწყება. ცნობილი პორტალი საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, პეპ გვარდიოლას ფორმაციის "ბარელონა" იურგან კლოპის "ლივერპულს" რომ შეხვდეს.
დავიწყოთ შემადგენლობებით.
ბარსელონა: ვალდესი, ალვესი, პუიოლი, პიკე, აბიდალი, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, პედრო, მესი, ვილია.
იმის მიუხედაად, რომ გვარდიოლას გუნდში სამუელ ეტო'ოს, ტიერი ანრისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს უთამაშიათ, რომლებიც პედროსა და ალბათ ვილიასაც კლასით აღემატებიან, გვარდიოლას ფორმაციაში უკეთ სწორედ ესპანელი შემტევები ჯდებოდნენ.
ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ვან დაიკი, მატიპი, რობერთსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი, ჰენდერსონი, სალაჰი, ფირმინო, სანე.
რომელი აჯობებდა? ერთ მხარესაა "ბარსელონა", რომელსაც აქვს ამბიცია, რომ ისტორიაში საუკეთესო ფორმაციის გუნდია, რომელზეც თვით ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ ასეთი ძლიერი მეტოქე არასდროს ჰყოლია... მეორე მხარეს კი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, რომლის პრემიერ ლიგაში შემჩერებელი მხოლოდ კორონავირუსია.
Tribuna გვთავაზობს სამ მიზეზს, რომელთა გამოც გამარჯვება "ბარსელონას" დარჩებოდა.
ტაქტიკური უპირატესობა
ბურთის კონტროლი გაძლევს საშუალებას, არა მხოლოდ შექმნა მომენტები, არამედ ამის საშუალება მეტოქეს არ მისცე. გვარდიოლას "ბარსას" თამაშის სტილი არასდროს იყო დამოკიდებული მეტოქეზე.
პედრო და ვილია "ლივერპულის" დაცვას გაშლას აიძულებდნენ, ხაზებს შორის მოთამაშე მესი კი "წითლებს" 2 არჩევანს დაუტოვებდა - მაღლა ამოწევა მესისთან მჭიდროდ სათამაშოდ, მაგრამ გარემარბებისთვის მეტი სივრცის მიცემის ხარჯზე, ან მესისთვის ფაბინიოს მიჩენა, მაგრამ ნახევარდაცვაში რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენა.
უპირატესობა სიჩქარეში
"ლივერპულს" ნამდვილად რეაქტიული გუნდი ჰყავს. ძნელია, დღეს მოვძებნოთ სხვა გუნდი, რომლის ფეხბურთელებიც ამდენს და ასე სწრაფად დარბიან. თუმცა, ვერცერთი ფეხბურთელი აჯობებს სისწრაფეში ბურთს, მით უმეტეს, თუ მას ჩავი და ინიესტა აკონტროლებენ. გარდა ამისა, "ლივერპულის" ფეხბურთელები, ფიზიკურად ძალიან კარგად მომზადების მიუხედავად, ვერ შეძლებდნენ "ტიკი-ტაკასთვის" ფეხი აწეყოთ და ბურთისთვის მუდმივად ებრძოლათ. საბოლოოდ, "ბარსელონა" დაღლილ მეტოქესთან ითამაშებდა, რაც პედროსა და სხვათა სისწრაფის გამო, ძალიან დიდი უპირატესობა იქნებოდა.
ინდივიდუალიზმი
ინდივიდუალურად, "ბარსელონა" "ლივერპულს" თითქმის ყველა პოზიციაზე ჯობნის. ბუსკეტსი, ჩავი და ინიესტა რომ ჰენდერსონს, ფაბინიოსა და ვეინალდუმს დაჩაგრავდნენ, მით უმეტეს, თუ ფაბინიოს მთავარი საზრუნავი მესი იქნებოდა, კითხვებს არ ბადებს. დაცვის ფლანგებზე, "ლივერპულისთვის" ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელებს, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდსა და ენდრიუ რობერთსონს მათზე გაცილებით გამოცდილი და ძალიან მაღალი კლასის ერიკ აბიდალი და დანი ალვესი დაუპირისპირდებოდნენ.
შეტევაში კი, "ბარსელონას" ეყოლებოდა პედრო-მესი-ვილიას დუეტი, რომელიც იმდენად კარგად და მეტოქისთვის მომაკვდინებლად იყო შეთამაშებული, რომ დიდი პრობლემა არც თუნდაც ვირჯილ ვან დაიკისა და ალისონის ბარიერის დაძლევა იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო არანაკლები ფეხბურთელების, ედვინ ვან დერ სარისა და ფერდინანდი-ვიდიჩის წყვილის შემთხვევაში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]