"ბაიერნი" ტერ შტეგენის ტრანსფერში რეკორდულ თანხას ჩამოდის
"ბაიერნი" "ბარსელონას" მეკარით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენით ინტერესდება. Daily Mirror-ის ცნობით, მიუნხენელები მზად არიან, 27 წლის ფეხბურთელში სარეკორდო 100 მილიონი ევრო გადაიხადონ.
თანხა რეკორდული ორი მიზეზითაა:
საქმე ისაა, რომ ამჟამად, ყველაზე ძვირადღირებული მეკარე კეპა არისაბალაგაა, რომელიც ბილბაოს "ატლეტიკიდან" ლონდონის "ჩელსიში" 2018 წელს 80 მილიონ ევროდ გადავიდა.
გარდა ამისა, "რეკორდმაისტერს" ფეხბურთელში ასეთი დიდი თანხა არასდროს გადაუხდია. გერმანული კლუბის სარეკორდო ტრანსფერი ლუკა ერნანდესია, რომელიც "ბაიერნმა" მადრიდის "ატლეტიკოდან" 2019 წელს 80 მილიონ ევროდ შეიძინა.
"ბავარია" მანუელ ნოიერის ღირსეულ შემცვლელს ეძებს, ერთ-ერთი პრიორიტეტული ვარიანტი სწორედ ტერ შტეგენია. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი გერმანელს "ბარსასთან" კონტრაქტის არგახანგრძლივებისკენ მოუწოდებს, რომელიც 2022 წლამდეა გათვლილი.
Transfermarkt-ის მიხედვით, მარკ-ანდრეს სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]