Marca: რუშთუ რეჩბერის მდგომარეობა კრიტიკულია
Marca-ს ცნობით, თურქეთის ნაკრების ლეგენდა და "ბარსელონას" ყოფილი მეკარე რუშთუ რეჩბერი ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
საქმე ისაა, რომ 46 წლის ვარსკვლავს კორონავირუსის დიაგნოზი რამდენიმე დღის წინ დაუსვეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელს COVID-19 მეუღლისგან, ისილისგან გადაედო, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
რუშთუ "ბლაუგრანას" 2003 წელს შეუერთდა, თუმცა ტრავმამ არ მისცა საშუალება, პირველ გუნდში ფეხი მოეკიდებინა. რეჩბერმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]