"ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" ლაუტაროსთვის იბრძოლებენ

"ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" ლაუტაროსთვის იბრძოლებენ

სხვადასხვა გამოცემებსა და ჟურნალ-გაზეთებში "ბარსელონას" მხრიდან ლაუტარო მარტინესის შეძენის სურვილის შესახებ კვლავ პირველივე ფურცლებიდან შევიტყობთ.

მიუხედავად "ბარსას" მხრიდან ლაუტაროს "ინტერიდან" ტრანსფერის დიდი სურვილისა, კატალონიური გრანდი არ იქნება ერთადერთი გუნდი, რომელიც მისი დამატებისთვის იბრძოლებს.

ესპანური გამოცემის, Sport-ის, თანახმად, პრემიერ ლიგის გიგანტები, "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" ლაუტარო მარტინესის შეძენით ასევე არიან დაინტერესებულნი. ორივე ინგლისური გუნდი მზადაა "ინტერისთვის" გამოსასყიდი თანხის გადასახდელად და ასევე ფორვარდისათვის წელიწადში 10 მილიონიანი კონტრაქტის შესათავაზებლად.

მიმდინარე სეზონში ლაუტარო მარტინესმა "ნერაძურის" რიგებში 16 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

"ბარსელონა" დარწმუნებულია, რომ არგენტინელი თავდამსხმელი კატალონიურ გრანდს არიჩევს, პირველ რიგში, ლეო მესისთან ერთად თამაშის სურვილის გამო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 აპრილი 2020 12:33
    0
    იმედია რომელიმე წაიყვანს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 აპრილი 2020 22:36
    1
    ერთს ჟესუსი ყავს მეორეს აბრაჰამი და რად უნდათ ეს ჩემისა🤔🤔
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.