3 ფეხბურთელი, რომლებიც "ბარსელონამ", შესაძლოა, უფასოდ დაიმატოს
სიახლე არაა, რომ "ბარსელონა", მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდში ცვლილებების განხორციელებას აპირებს. კატალონიური კლუბი ხმაურიანი ტრანსფერებისთვის ემზადება, თუმცა, ამასთანავე, არსებობს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც "ბლაუგრანამ", შესაძლოა, უფასოდ დაიმატოს.
Tribuna ასახელებს იმ 3 მოთამაშეს, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები გახდებიან და კატალონიელებს მათი უფასოდ გაფორმების შანსი ექნებათ.
ვილიანი
"ბარსელონას" ვილიანისადმი სიმპათიები უცხო არაა. "ბლაუგრანა" უკვე რამდენჯერმე შეეცადა მის შეძენას, თუმცა უშედეგოდ. კარგი სიახლე ისაა, რომ 31 წლის ბრაზილიელ შემტევს "ჩელსისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ივნისის ბოლოს ეწურება, რის შემდეგაც "ბლაუგრანას" მისი უფასოდ შეძენა შეეძლება.
ვილიანს გუნდში შეუძლია, გარემარბის პრობლემა გადაჭრას. მისი სისწრაფე, დრიბლინგი და გოლის ალღო "ბარსას" შეტევას უფრო გაამწვავებს. ის "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავის, ნეიმარის კარგი ალტერნატივაა.
ლაივინ კურზავა
ბოლო დროს გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბარსელონა" ლაივინ კურზავას ყურადღებით აკვირდება. "პარი სენ-ჟერმენის" მარცხენა მცველი ერთ-ერთი მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.
27 წლის ფრანგს შეუძლია, ძირითადში ადგილისთვის ჟორდი ალბას სერიოზული კონკურენცია გაუწიოს. თუ ჟუნიორ ფირპო გუნდს დატოვებს, კურზავა მისი შეცვლის კარგი ვარიანტი იქნება.
ტიაგუ სილვა
ცნობილია, რომ კატალონიური კლუბი ზაფხულში ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავს. ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც უკანახაზს გააძლიერებდა, კიდევ ერთი ბრაზილიელი ტიაგუ სილვაა.
"პარი სენ-ჟერმენის" კაპიტანი, ვილიანისა და კურზავას მსგავსად, ივნისში თავისუფალი აგენტი ხდება. "ბარსას" ეს შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიო დონის ცენტრალური მცველი უფასოდ დაიმატოს. 35 წლის ფეხბურთელი "ბლაუგრანას" დიდი თაყვანისმცემელია, რამაც, შესაძლოა, ტრანსფერში დიდი როლი ითამაშოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]