რა ბედი ელის ანსუ ფატის მომდევნო სეზონში?

რა ბედი ელის ანსუ ფატის მომდევნო სეზონში?

მიმდინარე წელს "ბარსელონას" მთავარი აღმოჩენა რომ ანსუ ფატია, ამაზე ყველა თანხმდება. თამაშის სტილითა და რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლით მან გულშემატკივარს თავი უკვე დაამახსოვრა. თუმცა მისი ადგილი მომდევნო სეზონის შემადგენლობაში სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

სეზონის სტარტზე შეტევის ხაზში წარმოქმნილი საკადრო პრობლემების ფონზე, "ბარსელონას" მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, შანსი ახალგაზრდა ანსუ ფატის მისცა. ამ უკანასკნელმა, მიუხედავად ასაკისა, თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და ძირითად გუნდში ადგილიც დაიმკვიდრა. სანამ კორონავირუსი საფეხბურთო ცხოვრებას შეაჩერებდა, ფატიმ შესაძლო 38 მატჩიდან 24-ში მიიღო მონაწილეობა, რაც 16-17 წლის ფეხბურთელისთვის მშვენიერი შედეგია.

თუმცა ალბათობა იმისა, რომ იგი მომდევნო სეზონში იმავე მოცულობის დროს მიიღებს, ძალიან დაბალია. დღეს გუნდს შეტევაში უკვე ჰყავს მესი, სუარესი, გრიზმანი, დემბელე, ბრეითუეიტი. ზაფხულში შემადგენლობას "ბრაგადან" ფრანსიშკუ ტრინკაუ შეუერთდება. ამას ემატება ლაუტაროსა და ნეიმარის შესაძლო ტრანსფერები. ამ ყველაფრის ფონზე ფატისთვის სათამაშო წუთების მოპოვება ძალიან გართულდება.

რა იქნება უკეთესი 17 წლის ფეხბურთელისთვის? შესაძლოა, იჯარის წესით წასვლა. იმისათვის, რათა მან პროგრესირება არ შეწყვიტოს, რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასეთს კი ფატი მომდევნო წელს ნაკლებად მიიღებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 6 აპრილი 2020 01:58
    0
    პაჟივიომ უვიდიმ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 4 აპრილი 2020 14:57
    1
    დემბელე ნეიმარის ტრანსფერში უნდა ჩართონ ანდა გაყიდონ 70-80ად.მე ფატის ჯერ ვერ ვხედავ ძირითად გუნდში.2წელიწადში კიბატონო.ბარსა ბ-ში ითამაშოს მანამდე თან სეგუნდაში თუ გადმოვედით დონე უფრო მაღალი იქნება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #8 4 აპრილი 2020 01:50
    2
    თუ გრიზმანი და დემბელი წავიდა მაშინ უნდა დატოვონ და იქნება ნეიმარი(ფატი) სუარესი(ტრინკაო), მესი და ბრეიტვეიტი. ჩემთვის სრულიად საკმარისია მაგალითად და მთავარია ნახევარმცველებზე იჩალიჩონ.
    დე იონგი, არტური, ბუსკეცი, კოუტინიო, პუჩი დავამატოთ აუარი და ეგაა.
    და უმტიტი შევცვალოთ უპანეკოთი, დავამბრუნოთ ტოდიბო, ასევე კუკურელია და ემერსონიც და მორჩა.
    იდეაში შეიძლება გრიზმანის დატოვებაც, მაგრამ არამგონია სუა სკამზე გადაჯდეს ან რომელიმე ან ტაქტიკა უნდა შეიცვალოს და არც ეგაა კარგი
    თუ დემბელეს დატოვებენ მაშინ ფატი უეჭველი უნდა გაუშვან იჯარით, მაგრამ დემბელეს ადგილს ნეიმართან ერთად ვერ ვხედავ მე პირადად, ან ამდენი ტრამვა მოკლავს ან სკამის ხეხვა ამიტომაც უეჭველი გასაშვებია.
    Adama traore
    სტუმარი [?]
    #7 4 აპრილი 2020 01:10
    1
    დავიჯერო მაგ სასტავიდან ყველა ჯანმთელი იქნება ნეიმარი ყოველ კვირას იმტვრევა დემბელე ხო რავი და ზამენაზე კაია
    Fati
    სტუმარი [?]
    #6 3 აპრილი 2020 23:26
    2
    მე 9 ნომერზე ვათამაშებდი ამ პატარა კაცს სწრაფია კარგი დარტყმა აქ თავითაც შეულია თამაში და რაც მთავარია მარცხნივაც გადაიეევს ხოლმე. მოძრავია და მგონია რო უკეთესად ათამაშდება
    [?]
    #5 3 აპრილი 2020 23:07
    3
    რო ვწერ იჯარით გასაშვებია თქო გამოხტებიან ვითომ ლა მასიის დიდი ფანები და რა იჯარაო, ფატი ჩვენი მომავალიაო.. რანაირი მომავალი იქნება თუ 5 თამაშის მეტი არ ეღირსა ვნახავთ. წელს მაგრად გაუმართლა, ჯერ სტარტში მესი სუარესი დემბელე დაიმტვრნენ, მერე კიდე სუარესი დემბელე მძიმედ ორივე თან. და ეგ 24 თამაშიც მაგის დამსახურებაა. მომავალ წელს 1 შემტევიც თუ დაგვემატა ტრინკაოსთან ერთად სერიოზულად შეუმცირდება დრო. სეგუნდა ბ ში კიდე ვერავინ განვითარდება. ამიტო იაჯრა საუკეთესო გამოსავალია. პრობლემა ისაა რო ეს ჩმორი ხელმძღვანელობა ვერავისთან აყომარებს იმას რო სათამაშო დრო მისცენ, არ გვყავს კარგი მეგობარი გუნდი, ტვენტეები და უტრეხტები რა ჯანდაბად გვინდა, ფინანსურად დააინტერესონ ბეტისი ან ვინმე ეგეთი. ესპანიოლი კარგად უზრდიდა ასენსიოებს და ვასქესებს რეალს. აგერ კუბო სულ ძირითადშია, რეგილონიც და ვინც არ უნდა გაუშვან ყველა. აიაქსი ან ბეტისი კარგი იქნებოდა. ბეტისი დაახლოებით ჩვენ მსგავს სტილს თამაშობს. ეს ყოფილი ბარსელონელები მაინც იყვნენ მწვრთნელებად სადმე, სანამ ლუჩო იყო რაფინიას სულ ათამაშებდა სელტაში. აბელარდო კიდე მაგარი კრისაა ესპანიოლში რამ მიიყვანა. მოკლედ ვინმესთან უნდა მოაგვარონ თორე ამ პოლიტიკით როცა 100 მილიონიან ტრანსფერებს ვაკეთებთ ყოველ წელს ვერც ერთი ტალანტი ვერ განვითარდება. ნეიმარი თუ მოვიდა კიდე კი ვიცით რა დონის დედამო..ლიცაა არავის გაუყოფს სათამაშO დროს და ვერც 70 წუთზე გაიყვანს სეტიენი იმიტო რო დედის გლანდებს აგინებს. ვერ გაუბედავს როტაციას ვერავინ ნეიმარს ან თუნდაც სუარესს. ან პეპის მსგავსი ავტორიტტი მწვრთნელი უნდა მოვიდეს ვინც ახალგაზრდებსაც მიხედავს ან იჯარა. თორე დარჩება ტელიოს დონეზე თორე ტელიოს არანაკლები სისწრაფე ქონდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 3 აპრილი 2020 23:01
    2
    წელს ისე გაგვიჭირდა ფორვარდის არ ყოლა რო იმაზე ფიქრი სად გავუშვათ ნიჭიერი ახალგაზრდა ფორვარდი საკითხავი არ უნდა იყოს. და თან პასუხსაც იძლევით ზემოთ დასმულ კითხვაზე "ნეიმარი თუ ლაუტარო". ნეიმარი და მორჩა. ლაუტაროს თუ ძალიან უნდა ბარსა ერთი წელი მოიცადოს, არ გააგრძელის კონტრაქტი და მომავალ წელს უფრო იაფად გამოუშვებენ. იმიტომ რო მომავალში ალბათ სუარესი ნამდვილად გადავა თადარიგში. თავდასხმაში კი მესი, სუარესი, გრიზმანი, დემბელე, ბრეითუეიტი ფრანსიშკუ ტრინკაუ სავსებით საკმარისი იქნება რო ნეიმართან ერთად საუკეთესო ტრიო შეიქმნას. ანუ სუარესი ყოველ თამაშში შეიცვალოს და ვნახოთ ვინ უფრო შეეწყობა ლეოს და ნეიმარს. ეს საჩქაროა იმიტომ რო მესის დრო მიდის და ერთი ლიგა აუცილებლად უნდა გაუკეთონ ბიჭებმა საჩუქრად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 აპრილი 2020 22:19
    1
    იჯარა ან დააბრუნონ ცოტა ხანი ბარსა ბ-ში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 აპრილი 2020 22:04
    1
    მე ლაუტაროს ყიდვის მაგივრად ამას გადავწევდი 9-იანზე
    ჯეკასთან როტაციაში ვათამაშებდი, ხანაც ფლანგზე როტაციაში დემბელესთან და ვინც იქნება, იმასთან (თუცნდაც ნეიმარი)
    გრიზმანს პსჟ-ში გავყიდდი, ან მანჩესტერში, პსჟ იმ შემთხვევაში, თუ ნეიმარის დაბნრუნებაზე წავიდა საქმე
    ნეიმარი,დემბელე და უკვე ბრაითვაიტიც ფლანგზე?!?!?! ეგ უკვე მეტისმეტია
    ყველა ვარიანტში მგონია, რომ 9-იანი ამისთვის საუკეთესო პოზიციაა მომავალში
    რაღაც სამუელ ეტოოს ად სადიო მანეს შორის შუალედურია, იმედია არანაკლებ ფეხბურთს ითამაშებს
    Culé [?]
    #1 3 აპრილი 2020 21:33
    1
    Cudi mtlad utamashobac ar ivargebs .. winsvlis magivrad progresi ar mivigot..