"ბარსელონაში" კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა
Mundo Deportivo ავრცელებს ცნობას, რომლის თანახმადაც, კლუბის თანამშრომლებს შორის კორონავირუსის მესამე შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი, ჟორდი კარდონერია.
გამოცემის თქმით, კარდონერის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და იგი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.
მანამდე, COVID-19, "ბარსელონას" სამედიცინო სერვისების ხელმძღვანელს, რამონ კანალსა და, ხელბურთის გუნდის ექიმს, ჟოზეპ ანტონი გუტიერესს დაუდასტურდათ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]