ვილიანი ნეიმარის ალტერნატივად
ნეიმარის დაბრუნება რომ "ბარსელონაში" არსებულ გარემოსაც მოუხდება და გუნდის სპორტულ შედეგებზეც დადებითად იმოქმედებს, ეს ფაქტია. თუმცა, ღირს კი მასში დიდძალი ფულის გადახდა მაშინ, როდესაც გუნდს ცენტრფორვარდის პოზიციაზე მალე პრობლემები შეექმნება და თანაც, კორონავირუსის პანდემია კლუბს ფინანსურ ზიანს აუცილებლად მიაყენებს.
დიდი ხანია, პერიოდულად ვრცელდება ცნობები, რომ "ბარსელონა" "ჩელსის" ბრაზილიელი შემტევით, ვილიანით ინტერესდება. 31 წლის ფეხბურთელს ლონდონელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და მის გადასაბირებლად საუკეთესო დრო ახლაა.
რამდენად გონივრულია ვილიანი ნეიმარის ალტერნატივად განვიხილოთ? რა თქმა უნდა, "ჩელსის" შემტევი თანამემამულეს კლასით ჩამორჩება, მაგრამ მისი თავისუფალი აგენტობის, ასევე მაღალი სათამაშო დონის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვილიანი ნეის ალტერნატივად ჩავთვალოთ. დრიბლინგი, მომენტების შექმნა და გოლების გატანა მასაც საკმაროდ კარგად გამოსდის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]