"ბარსელონამ" თვალი ჯონ სთოუნზს დაადგა
Goal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონა" დაცვის გასაძლიერებლად კიდევ ერთი ფეხბურთელის კანდიდატურას განიხილავს. ამ შემთხვევაში საუბარი "მანჩესტერ სიტის" 25 წლის შუახაზელზე, ჯონ სთოუნზზეა.
სთოუნზი "სიტიში" 2016 წლიდან ირიცხება. ის "ქალაქელებს" "ევერტონიდან" შეუერთდა. მან მიმდინარე სეზონში 20 თამაში ჩაატარა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ინგლისელ ცენტრალურ მცველს კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
წყაროს ცნობით, "ბარსელონა" მზადაა, ჯონ სთოუნზში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]