პ.ს.ჟ "ბარსელონას" სამიზნეს გადაიბირებს
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პსჟ-მა "ბარსელონას" ერთ-ერთ სამიზნესთან კონტრაქტი შეათანხმა. ფრანგები ეცდებიან კალიდუ კულიბალი 75 მილიონ ევროდ შეიძინონ.
კულიბალის "ბარსელონა" უკვე სამი წელია აკვირდება, მაგრამ დასაწყისში აქცენტი უმტიტიზე გაკეთდა, ბოლოს კი "ბარსას" დე ლიხტის შეძენა სურდა.
ამასობაში, კულიბალი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ჩამოყალიბდა და მისი ფასიც სწრაფად გაიზარდა, თან გაიზარდა ისე, რომ კორონავირუსის პირობებში, ამხელა თანხის გადახდას მხოლოდ არაბები თუ შეძლებენ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბარსა" ამ პირობებში კულიბალისთვის ვერ იბრძოლებს, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზიდან ტიაგუ სილვა აიბარგებს. მას კი უკვე ძალიან დიდი ხანია სურს "ბარსელონაში" თამაში. მიუხედავად იმისა, რომ სილვას საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა, მაინც არ უნდა იყოს ურიგო ვარიანტი.
"ბარსა" ასევე განიხილავს შკრინიარის და დიეგო კარლოსის ვარიანტებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 5 ]