ლუის რუბიალესმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონზე ისაუბრა
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონზე ისაუბრა.
"დანაკარგი დიდია, თუმცა ისეთი ძლიერი ინდუსტრია, როგორიც ფეხბურთია, მის აღდგენას შეძლებს. მხოლოდ გარდაცვლილთა დაბრუნებას ვერ მოვახერხებთ.
როცა ესპანეთის მთავრობა ნებას დაგვრთავს, სეზონს დავასრულებთ. ლა ლიგა ამგვარად უნდა დამთავრდეს.
სწორი არაა, რომ ალექსანდრ ჩეფერინმა (UEFA-ს პრეზიდენტი) დედლაინი 3 აგვისტოს დაგვიწესა", - ციტირებს რუბიალესის სიტყვებს Marca.
ადრე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრიმერა დივიზიონის ნაადრევად დასრულება და "ბარსელონას" ჩემპიონად გამოცხადება არ განიხილებოდა.
კატალონიელები ამჟამად სატურნირო ცხრილს 58 ქულით ლიდერობენ და მეორეადგილოსან მადრიდის "რეალს" ორით უსწრებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]