ჟაუმე როურესი: "ბარსელონაში" ნეიმარში 100 მილიონსაც ვერ გადაიხდის
იმის გამო, რომ "ბარსელონა", მსოფლიოში, ყველაზე მაღალშემოსავლიანი საფეხბურთო კლუბია, კორონავირუსის პანდემიით ყველაზე მეტად კატალონიელები ზარალობენ. ყოველ უქმედ გატარებულ დღეს "ბარსა" სხვებზე მეტ ფულს კარგავს.
კატალონიური მედიაგიგანტის, Mediapro-ს აღმასრულებელი დირექტორი ჟაუმე როურესი მიიჩნევს, რომ მიყენებული სერიოზული ფინანსური ზარალის გამო, "ბლაუგრანა" ნეიმარის დაბრუნებაში 150 მილიონ ევროს ვეღარ დახარჯავს.
"ბარსელონა", კორონავირუსამდეც, სერიოზულ კრიზისში იყო. ახლა, კლუბი ფულს მაღაზიიდან გაყიდვებიდან, მუზეუმიდან და სხვა წყაროებიდან შემოსავლის არქონის გამო კარგავს. კატალონიელები ამ ფულს ვერ დაიბრუნებენ.
არარეალურია, რომ "ბარსელონამ" ნეიმარში 100 ან 150 მილიონ ევრო გადაიხადოს. კლუბს ეს ფული არ აქვს.
ასევე არარეალურია ფეხბურთელების გაცვლა. ვის სანაცვლოდ გაუშვებს პსჟ ნეიმარს" ლიონელ მესის? ანტუან გრიზმანის?" - განაცხადა ჟაუმე როურესმა Marca-სთან საუბრისას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]